четверг, 14 июля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე ფრიად  აღსანიშნავია  ჩემთვის,  დამთავრდა ინტელის  ტრენინგი, რომელიც  მეტად  შრომატევადი, ამავე  დროს  ძალიან  საინტერესო  იყო. აღფრთოვანებული ვარ , რადგანაც  იმდენი  რამ  ვისწავლე, რომელსაც  გამოვიყენებ  სწავლებაში. ინტელის  ტრენინგი  ჩემთვის, როგორც  პედაგოგისათვის კიდევ  ერთი  წინგადადგმული  ნაბიჯია  კარიერული  ზრდის  თვალსაზრისით, რისთვისაც   მადლობა  ჩვენს  ტრენერს.  გმადლობთ  ბატონო  დავით.

ტესტი

понедельник, 11 июля 2016 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

კურსის  მეშვეობით  მიღებული  ახალი  ცოდნიდან , როგორ  ფიქრობთ,  რა  იქონიებს    ყველაზე  დიდ  გავლენას  სწავლის  პროცესზე?  პირველ  რიგში  პროექტებით  სწავლება, საინტერესო  პროექტები  მოსწავლეებს  განუვითარებს  მაღალი  დონის სააზროვნო  უნარებს  და  გაზრდის  მათ  ჩართულობას  საგაკვეთილო  პროცესში.და ეფექტურად  გამოყენებული  ტექნოლოგიები.

воскресенье, 10 июля 2016 г.

სამკუთხედი. სამკუთხედის სახეები

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ამ  მოდულში  ვისწავლეთ  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  გარემო  პროექტებზე  დაფუძვნებული  სწავლების  წარმართვისას,  დავგეგმეთ  თემის  ფარგლებში  პროექტის  განხორციელების  პროცედურები და  შევქმენით  მასალები  მოსწავლეების  მიერ  პროექტებზე  მუშაობის  პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენების  ხელშეწყობისათვის.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული  მოდული  დამეხმარა,  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი  მსწავლელისა  და  დიფერენცირებული  სწავლების  როლი  რამდენიმე  თვალსაზრისით,  დავეხმარო  მოსწავლეებს  დამოუკიდებელი  მსწავლელის  უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებაში  და  დავაყმაყოფილო მსწავლელთა  განსხვავებული  საჭიროებები.

среда, 6 июля 2016 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

     მიმდინარე  მოდული  დამეხმარა, გამეანალიზებინა  მოსწავლეზე  ორიენტირებული  შეფასების  ფორმები რამდენიმე  თვალსაზრისით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ  რუბრიკები, შეფასების  სქემები და  ჩეკლისტები  შინაარსისათვისების, 21–ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, თუ როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლადა როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ  მეოთხე  მოდული, სასწავლო  ნიმუშების  შექმნა,რომელიც დაგვეხმარება  განვსაზღვროთ,  თუ  რამდენად  შეეფერება პროექტის  მოთხოვნები მოსწავლეთა  საჭიროებებსა  და  ინტერესებს,ასევე  დაგვეხმარება გავარკვიოთ სწავლისათვის საჭირო  რესურსების  ხელმისაწვდომობის  პრინციპი, განვსაზღვროთ  შინაარსი  და  აქტივობები.

вторник, 5 июля 2016 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ დავსახო მიზნები თუ როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ მოვახერხებ ჩემს სასწავლო პროექტში 21–ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, რომ დავგეგმო პროექტი, შევარჩიო ესგ–დან მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, მათზე დაყრდნობით დავსახო მიზნები, შევადგინო დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი, განვსაზღვროთ შეფასების ფორმები, შევქმნათ შეფასების რუბრიკები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.

http://igchanturia2011blogspot.com/


понедельник, 4 июля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში გავეცანით  პროექტებით სწავლებას,შევქმენით         პორთფოლიო,სადაც  განვათავსეთ სასწავლო  პროექტის გეგმის  შაბლონი ვფიქრობ შევქმნა საინტერესო პროექტები, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21–ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებაში.