четверг, 14 июля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე ფრიად  აღსანიშნავია  ჩემთვის,  დამთავრდა ინტელის  ტრენინგი, რომელიც  მეტად  შრომატევადი, ამავე  დროს  ძალიან  საინტერესო  იყო. აღფრთოვანებული ვარ , რადგანაც  იმდენი  რამ  ვისწავლე, რომელსაც  გამოვიყენებ  სწავლებაში. ინტელის  ტრენინგი  ჩემთვის, როგორც  პედაგოგისათვის კიდევ  ერთი  წინგადადგმული  ნაბიჯია  კარიერული  ზრდის  თვალსაზრისით, რისთვისაც   მადლობა  ჩვენს  ტრენერს.  გმადლობთ  ბატონო  დავით.

ტესტი

понедельник, 11 июля 2016 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

კურსის  მეშვეობით  მიღებული  ახალი  ცოდნიდან , როგორ  ფიქრობთ,  რა  იქონიებს    ყველაზე  დიდ  გავლენას  სწავლის  პროცესზე?  პირველ  რიგში  პროექტებით  სწავლება, საინტერესო  პროექტები  მოსწავლეებს  განუვითარებს  მაღალი  დონის სააზროვნო  უნარებს  და  გაზრდის  მათ  ჩართულობას  საგაკვეთილო  პროცესში.და ეფექტურად  გამოყენებული  ტექნოლოგიები.

воскресенье, 10 июля 2016 г.

სამკუთხედი. სამკუთხედის სახეები

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ამ  მოდულში  ვისწავლეთ  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  გარემო  პროექტებზე  დაფუძვნებული  სწავლების  წარმართვისას,  დავგეგმეთ  თემის  ფარგლებში  პროექტის  განხორციელების  პროცედურები და  შევქმენით  მასალები  მოსწავლეების  მიერ  პროექტებზე  მუშაობის  პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენების  ხელშეწყობისათვის.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული  მოდული  დამეხმარა,  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი  მსწავლელისა  და  დიფერენცირებული  სწავლების  როლი  რამდენიმე  თვალსაზრისით,  დავეხმარო  მოსწავლეებს  დამოუკიდებელი  მსწავლელის  უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებაში  და  დავაყმაყოფილო მსწავლელთა  განსხვავებული  საჭიროებები.